საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოესი საშინაო მატჩი “სერბეთის” წინააღმდეგ გიორგი ცინცაძისთვის ბოლო იქნება.
ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი სერბეთთან, გიორგი ცინცაძისთვის 217-ე იქნება. ამით ეროვნული გუნდის რეკორდსმენი მოთამაშე სანაკრებო კარიერას ასრულებს.
გიორგი ცინცაძემ პირველი სანაკრებო მატჩი 2004 წელს, ფინეთის წინააღმდეგ, გამართა და მას შემდეგ იგი ეროვნული ნაკრების ყველა მიღწევისა და წარმატების მონაწილე იყო!
ეროვნული ნაკრებიდან გიორგის გაცილებაში მონაწილეობა კალათბურთელებთან ერთად იმ გულშემატკივრებსაც შეეძლებათ, რომლებიც 26 თებერვალს სერბეთთან გასამართ მატჩს დაესწრებიან!