გურჯაანში 8 თვის ჩვილი გარდაცვლილი ნახეს. ბავშვი, სავარაუდოდ, ასფიქსიით არის გარდაცვლილი.
ჩვილის ცხედარი, ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის საექსპერტო ბიუროშია გადასვენებული და მას ამ წუთებში შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გურჯაანის პოლიციის სამმართველოში, გარდაცვლილის მამა იმყოფება, რომელთანაც სამართალდამცავები საგამოძიებო- ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებენ.
მეზობლების ინფორმაციით, ბავშვის მშობლებს შორის, ხშირად იყო კონფლიქტი, რასაც შესაძლოა ჩვილის გარდაცვალება მოჰყოლოდა.