თბილისში შვილმა მამა მოკლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ გლდანში მოხდა. შვილმა მამას სასიკვდილო ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენა.
დანაშაულში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა და ის განყოფილებაშია გადაყვანილი.
მკვლელობის მოტივი და მომხდარის დამატებითი დეტალები უცნობია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.