2 დღის წინ, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში იტალიური „ნაპოლი“ კატალონიის „ბარსელონას“ დაუპირისპირდა. შეხვედრა 1:1 დასრულდა.
ნეაპოლელთა ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია, მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და ის მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ, მოედნიდან მატჩის 68 წუთზე შეცვალა. კვარა ცვლილებამ გააბრაზა.
კალცონას ამ გადაწყვეტილებას დიდი, არაერთგვაროვაბი გამოხმაურება მოჰყვა როგორც საქართველოში, ისე იტალიაში.
ilmattino წერს, რომ კვარაცხელიას შეცვლა შოკური თერაპია და კალცონას სიამაყის ღამე იყო, კვლავ გამოჩნდა ბრძოლის ჟინი და “კვარას” მოედნიდან გაყვანა ყველასათვის გზავნილს წარმოადგენდა – ხელშეუხებლები არ არსებობენ: „და ყველაზე მთავარი, კალცონა ავტორიტეტებს არ ცნობს, რაც თავიდანვე გამოჩნდა. სკუდეტოს მომპოვებელ ძველ გვარდიას მეტად არ შეუძლია თავი შეუცვლელად იგრძნოს“.
calciomercato კვარასთან კონტრაქტის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს:
„კვარაცხელია განრისხებულია. შეცვლის შემდეგ სათადარიგოთა სკამის უკანა მხრიდან შევიდა, სახე გაუფითრდა, ხელიდან სახვევი მოიცილა და გაზონზე მოისროლა. მოედნიდან გაყვანისას მან ნეგატიური რეაქცია რუდი გარსიას და მაცარის პერიოდში გამოხატა, ახლა კი კალცონასთან. მომავალი? კვარაცხელია არ არის მშვიდი და ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, როგორია მისი ფინანსური აწმყო და მომავალი. დიახ, რამეთუ გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მესამე ყველაზე დაბალანაზღაურებადია და უკვე კარგა ხანია ხელშეკრულების კორექტირებას ითხოვს, რასაც დე ლაურენტისი დაჰპირდა, რაც ოსიმენს გარანტირებული აქვს, მას კი არა. ამის ცდა იყო, გაფორმება არა და ბევრი ხვიჩას ნეაპოლს გარეთ, შორს კარიერის გაგრძელებაზე საუბრობს (ბარსელონა, არსენალი, ნიუკასლი). ისინი ივნისიდან მის გარემოცვასთან კონტაქტის დამყარებაზე იზუნებენ. დე ლაურენტისის სწორი გადაწყვეტილება? წარსულში დაშვებული შეცდომები არ განმეორდება, თუ კარგი შეთავაზება გაკეთდება. თუ არადა, თვით კვარაცხელია, ისევე როგორც ოსიმენი, შეიძლება დაგვემშვიდობონ – ზაფხულში, რომელიც “მარადონაზე” რევოლუციურ გარდაქმნებს გვპირდება”.
areanapoli-ს თქმით, ხვიჩა “თავის თავზე გაბრაზდა და არა სხვა ვინმეზე, ამით უნდათ ცრუ ინფორმაცია გაავრცელონ და მისი “ნაპოლიდან” წასვლის სურვილზე წერენ, რაც სიმართლე არაა”.
წყარო: Marca.ge