მსახიობი ნინო კასრაძე 1970 წლის 3 მარტს, თბილისში დაიბადა.
მისი თქმით, პროფესიის არჩევაში დიდი როლი სკოლამ ითამაშა. მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ, რობერტ სტურუას ფავორიტი მსახიობი გასდებოდა.
„არ ვიცი, რატომ ავირჩიე ეს პროფესია. თუ არ ვცდები, მსახიობობის სურვილი VIII-IX კლასში გამიჩნდა. შეიძლება იმიტომ, რომ სკოლის დროს რაღაც ინგლისურ სპექტაკლებში ვმონაწილეობდი, ეს იყო პატარა დღესასწაულები. მიზეზებზე მაშინ არ მიფიქრია. ის კი არა და, წესიერად გაცნობიერებულიც არ მქონია. ამაზე ახლა ვფიქრობ, როცა თითქოს ერთი ეტაპი დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში. მგონი, გამიმართლა. ხშირად ხდება, როცა 17 წლისა პროფესიას ირჩევ, მერე 10-15 წლის შემდეგ ზუსტად არც კი იცი, სწორი არჩევანი გააკეთე თუ არა. იშვიათად ამართლებს ხოლმე. ვფიქრობ, ეს ის იყო, რაც მე შემეძლო და რაც გამომივიდოდა“- იხსენებდა ნინო ერთ-ერთ ინტერვიუში.
წლების წინ, ნინომ დედაქალაქზე უარი თქვა და საცხოვრებლად ოქროყანაში გადავიდა. სანამ შვილები პატარები იყვნენ, ნინო ნაკლებს მუშაობდა და ძირითად, ბავშვებთან ატარებდა დროს.
„როგორი დედა ვარ, ამას დრო გამოაჩენს. ღმერთმა ქნას, რომ ბევრი შეცდომა არ დავუშვა. შეცდომებს ვუშვებ, ფაქტია, მაგრამ მთავარია, ისე არ დამიბნელდეს გონება, რომ საბედისწერო შეცდომები დავუშვა. ჩემი თეორიები მაქვს. არ ვიცი, როგორ გავართმევ თავს მსახიობობასაც და დედობასაც. მიმაჩნია, რომ ასეთ შეთავსებას კარგი შედეგი არ მოაქვს და რა იქნება და რას ვიზამ, არ ვიცი“, – აღნიშნავს მსახიობი… კითხვა განაგრძეთ ბმულზე.