გუშინ ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობასთან, ქვეითად მოსიარულეებს ავტომობილები დაეჯახათ. ისინი დაიღუპნენ.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილებს გოგოები მართავდნენ და ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ.
თუმცა არსებობს მეორე ვერსია, რომ საქმეში ორი ავტომობილი ფიგურირებს, ერთის ქალი მართავდა, მეორეს კი მამაკაცი.
AMBEBI.GE-ს ცნობით, მომხდარი ავარიის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.