ცხოველების უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„ეხლა წავიკითხე ეს, ახალი კანონპროექტი ვრცლად.
ტელევიზიებო და ჟურნალებო, სანამ რამეს გაავრცელეთ, მინიმუმ ჯერ გადაამოწმეთ, არ შეიძლება!
3 ცხოველზე მეტის ყოლა არ ეკრძალება იმ ადამიანებს, ვინც ქუჩიდან ან თავშესაფრიდან აიყვანს ცხოველს! მხოლოდ მათზე ვრცელდება ვინც ყიდულობს და ძალიანაც მივესალმები ამას!
აიყვანეთ ქუჩიდან და თავშესაფრიდან ცხოველები, ვისაც გინდათ ყოლა, არანაირი შეზღუდვა არ იმოქმედებს თქვენზე“, – წერს ის.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა ახალი კანონპროექტის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები.