გუშინ ღამით ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა.
ამ დროის მონაცემებით, სოფელ ნერგეეთში დაღუპულია 4 ადამიანი, ხოლო 5-ს ეძებენ.
ერთი ოჯახის ოთხი წევრი მეათე საათია, საკუთარი სახლის ნანგრევებშია ჩარჩენილი.
„მე პედაგოგი ვარ და მოსწავლეები არიან ჩემი, ვისაც ეძებენ. საოცარი ბავშვები, შესანიშნავი ახალგაზრდები. დაზიანება და ჩამოსული მასალის ვიზუალური დათვალიერების შედეგად ისეთი მდგომარეობაა აქ, რომ გადარჩენის რაიმე შანსი არ არის. ნეტავ რაღაც მოხდეს საოცრება და ცოცხალი ვნახოთ ვინმე“, – ამბობს ადგილობრივი პედაგოგი „მთავარ არხთან“ საუბრისას.