“ასეთი უსახური და უგემოვნო მუსიკა რომ არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დღეს, მასკულტურის რა დონის დეგრადაციაზე მეტყველებს?!” – ამის შესახებ ქალთა უფლება დამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ეს ტეილორ სვიფტი ხომ სულ მესმის, სახეზეც ვიცი, ერთი-ორ ინტერვიუს ნაგლეჯსაც შევხვედრილვარ, მაგრამ არ ვიცი, რას მღერის. ხოდა იუთუბს მივაშურე და ათამდე სიმღერის პირველ 1/3 მოვუსმინე და ისევ არ ვიცი, რას მღერის.
სორი, მაგრამ ძაან ნაგავია ეს სიმღერები. ასეთი უსახური და უგემოვნო მუსიკა რომ არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დღეს, მასკულტურის რა დონის დეგრადაციაზე მეტყველებს?! ნუ, ლიტერატურაში კარგა ხანია ვხედავ მელოდრამატული გრაფომანიის გაპოპულარულებას და მუსიკაშიც იგივე ყოფილა. ჩემი აზრით, არ მომწონს 🙂
პ.ს. სიმღერის ტექსტებშიც უბანძესი საქმის რჩევა დამხვდა მხოლოდ”