2024 წელს ასტროლოგები ცვლილებების წელსაც უწოდებენ… ბედი გაუღიმებთ მათ, ვისაც არ ეშინია სიახლის, აქვს დროის კარგი შეგრძნება და იცის როგორ მოერგოს სწრაფად ცვალებად გარემოებებს.
ვერძი
ვერძებო, დადგა დრო, დაიწყოთ თქვენი ოცნებების რეალიზება. ყველაფერი, რაც აქამდე მხოლოდ გონებაში გქონდა, კარგია, მაგრამ ახლა დროა მის რეალიზებას შეუდგა. ამაში მეგობრები დაგეხმარებიან; ამ წელს სოციალური კავშირებით ბევრი რამის მიღნეთწევას შეძლებთ, ამიტომ, ეცადოთ, სწორად გამოიყენოთ.
კურო
მხატვრულად რომ ვთქვათ – წელს თქვენს ქუჩაზე შოკოლადითა და ცქრიალა ღვინით სატვირთო მანქანა გადატრიალდება (იუპიტერის გავლენა წლის პირველ ნახევარში განსაკუთრებით იგრძნობა). სიყვარული და ბედნიერება თქვენს ცხოვრებაში წელს ყველაზე უხვად იქნება. არ დაგავიწყდეთ დროის სწორად დაგეგმვა – შეეცადეთ, მოგზაურობისთვის დრო გამოყოთ, ეს ოცნებების ასრულებაში დაგეხმარებათ. იზრუნეთ კარიერასა და პირად ცხოვრებაზე.
ტყუპები
წელს ფორტუნას, იღბლის ფავორიტები ხართ; წლის მეორე ნახევარში იუპიტერთან ერთად, თქვენთან ფული და ნანატრი სიყვარულიც თქვენთან. რა საქმესაც არ უნდა შეეჭიდოთ, ყველაფერში წარმატება გელით. გამოიყენეთ ეს კარგი დრო ბიზნესისთვის, სახლის შესაძენად და პირადი ცხოვრების მოსაწყობად.
კირჩხიბი
კირჩხიბებს წელს ნაკლები პირქუში აზრები, შიშები და ფობიები ექნებათ (პლუტონი ტოვებს თქვენს ღერძს, თითქმის სამუდამოდ). გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდება და ცხოვრება ნელ-ნელა უკეთესობისკენ დაიწყებს შემობრუნებას.
ლომები
წელს ლომებს ცხოვრების ინტენსივობა გაიზრდება. მოგიწევთ, ნაბიჯის არა მხოლოდ მომავლისკენ გადადგმა, არამედ, უამრავ რამეზე უარის თქმა, რასაც ადრე ღირებულად თვლიდით. წარმატება კი, ელოდება მათ, ვისაც სირთულეებისა და ცვლილებების არ ეშინიათ, „ცხოვრების ახალი ხაზი“ წარმატებისკენ წაგიყვანთ.
ქალწულები
გარემოებები ქალწულებს ამ წელს დასვენების შესაძლებლობას არ მისცემენ – ამიტომ მოგიწევთ მიზნების მისაღებად ძალების მოკრება, ხელების დაკაპიწება და ოცნების მიმართულებით მტკიცე ნაბიჯებით სიარული, სწრაფი მოქმედება. მხოლოდ ოცნებები და სიზმრების აყოლა არ გამოგადგებათ.
სასწორი
წელს სასწორს პლანეტარული ენერგიები დაეხმარება განავითაროს ბიზნესი, ასევე, წარმატება გელით „პირად ფრონტზე“, არც კარგი შემოსავალი და საზოგადოების აღიარება დააყოვნებს.
მორიელი
მორიელებისთვის ახლოვდება ის დრო, როდესაც შეძლებენ სრულად გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობები. მორიელის ნიჭი კი, სამყაროს შესწავლაში მდგომარეობს, ასევე, კარგად გამოსდით ფულის მოზიდვა. თქვენი გამჭრიახობა გაიზრდება და იმუშავებს თქვენთვის.
მშვილდოსანი
ეს წელი მშვილდოსნებისთვის ადვილი არ იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ – დადგა დრო მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ და ეს ყველა სფეროს ეხება. შესაძლოა, მოგიწიოთ, საცხოვრებლის შეცვლა, ახალი მანქანის ყოდვა, ან არჩევანის გაკეთება პირად ცხოვრებაში, ცხოვრების მეგზურის არჩევა, მეგობრების „გამოთხელება“, ან უბრალოდ, „გადახალისება“.
თხის რქა
ეს წელიწადი ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზს ჰპირდება თხის რქებს (პლუტონი, საბოლოოდ ტოვებს სივრცეს), ამიტომ შეცვალეთ თქვენი ცხოვრების საკვანძო მიმართულებები, სამყაროს თქვენს მხარეს, სერიოზულობა და მიწაზე მყარად დგომა კარგია, მაგრამ გაუღიმეთ სამყაროს, მიიღეთ მისგან პოზირივი. ცხოვრება მხოლოდ რთული გადაწყვეტილებების მიღება არ აროს, შეიტანეთ მეტი ხალისიანი ფერი თქვენი ცხოვრების „პრაგმატულ ფერებში“.
მერწყული
მერწყულების ცხოვრებაში „ახალი ტური“ იწყება, ოღონდ ამ შემთხვევაში, სირთულეების გარეშე. პლუტონი განვითარების, განახლების ენერგიას მოგიტანთ. არ შეუძინდეთ მცირე სტრესს, რომელიც განვითარების თანმდევი იქნება. ხელსაყრელი დროა ფსიქოლოგიის შესასწავლად, მიმართეთ იოგა, დასვენება კრეატიული იდეების მოფიქრებაში დაგეხმარებათ.
თევზი
თევზებსაც განსხვავებული წელი ელოდებათ – თქვენს ცხოვრებაში ბევრი ახალი თემა, იდეა და გეგმა გაქტიურდება (იმოქმედებს სატურნის გავლენა), მთლიანობაში, მნიშვნელოვნად გაიზრდება ცხოვრებისეული მოვლენები. იმდენად აქტიური წელი გელოდებათ, რომ ვერ შეძლებთ თქვენს სივრცეში ჩაიკეტოთ, უნდა იმოქმედოთ. ბევრი თევზი სანუკვარი ოცნების ასრულებას შეძლებს, მაგრამ ამისთვის ბევრი შრომა მოუწევს. ახლა მთავარია, აქტიურობა, მცირედი შეფერხებების გამო, არ ღის ხელების ჩამოშვება.