მომღერალი სოფო ბედია მეუღლესთან, მიშა მესხთან, ერთად გადაცემა „დღის პოსტს“ ესტუმრა.
წყვილმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.
„თავიდან ბრძოლები მქონდა, მაგრამ ახლა მადლობებს მე ვუხდი, თუ სოფოს რამეს სწერენ ხოლმე. როდესაც ცნობილი ქალი გიყვარს, გააზრებული უნდა გქონდეს, რომ შეიძლება კონცერტზე ყვავილი აჩუქონ. ვიღაცამ რომ მოსწეროს, ზრდილობის ფარგლებში, მაგალითად, ძალიან მიყვარხარო, ვერაფერს ვეტყვი, რადგან მიპასუხებს, რომ მომღერალია და საზოგადო მოღვაწე. თავიდან მქონდა ბრძოლები, მაგრამ მერე დავლაგდი. ასე რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ერთად ვერ ვიქნებოდით…“, – თქვა მესხმა.