Monday, June 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„საბაკალავრო პროგრამების ნაწილი, შესაძლოა, 3-წლიანი გახდეს“ – კოკა თოფურია

February 1, 2024
„საბაკალავრო პროგრამების ნაწილი, შესაძლოა, 3-წლიანი გახდეს“ – კოკა თოფურია

აქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა კოკა თოფურიამ „საქმიანი დილის“ ეთერში საბაკალავრო პროგრამების ხანგრძლივობის შემცირების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, საბაკალავრო პროგრამების ნაწილი, შესაძლოა, 3-წლიანი გახდეს.

„საკმაოდ პროგრესულია მინისტრი და მისი გუნდი, საკმაოდ ბევრი ინიციატივაა, რომელზეც მსჯელობა მიმდინარეობს. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე საუბარია, რომ სპეციფიკიდან გამომდინარე ზოგიერთ მიმართულებაში დაშვებული იყოს 3-წლიანი ბაკალავრიატი. საწყის ეტაპზე ეს იქნება ბიზნესის ადმინისტრირება.

ზოგადად, ძალიან დროულია ასეთი ტიპის სიახლეები, იმიტომ, რომ იცვლება მიდგომა განათლებისადმი. თავიდან იყო 5-წლიანი, შემდეგ 4-მდე შემცირდა, ახლა ევროპაში ბევრგან 3-წლიანია და ჩვენც უნდა გადავსულიყავით ამაზე.

თანამედროვე ეპოქაში ცოდნის მიმართ მიდგომები იცვლება, არ არის საჭირო ისეთი ტიპის ცოდნები, როგორიც საჭირო იყო 10, 20 თუ 50 წლის წინ. ახლა უნარებზე ორიენტირებული ცოდნაა საჭირო, რაც მიიღწევა 3-წლიან პირობებში.

სწავლის მიღება მუდმივი პროცესია, მუშაობის დროსაც მუდმივად სწავლობ, თუმცა ის პირველი საფეხური, რომლითაც პროფესიის პირველადი უნარები გექნება, ამის დაუფლება შესაძლებელია 3 წლის განმავლობაში. ცხადია, ამისთვის უნდა შეიცვალოს სასწავლო პროგრამები და მიდგომები უნდა გახდეს თანამედროვე.

ის უნივერსიტეტები, რომლებიც არ არიან მზად, ალბათ საბოლოო ჯამში ვეღარ უპასუხებენ დროის მოთხოვნებს. უფრო მეტიც, რექტორის საბჭოზე იყო მსჯელობა იმაზე, რომ თუ ტექნიკურად მოხერხდა და უნივერსიტეტებმა მოასწრეს პროგრამების აკრედიტება, უკვე სექტემბრიდან, ანუ მომდევნო აკადემიური წლიდან შესაძლებელი იქნება სტუდენტებისთვის 3-წლიანი პროგრამების შეთავაზება.

ეს არ არის მოთხოვნა, ეს არის შესაძლებლობა მათთვის, ვინც მზად არის და მორგებულია თანამედროვე მოთხოვნებზე. ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან ბიზნესს ადმინისტრირებაზე ჩვენ ვართ ევროპის მიერ აკრედიტირებულები, ასევე გავდივართ ახლა ამერიკულსაც, ასე რომ მზადყოფნა გვაქვს“, – განაცხადა თოფურიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
  • „დაკავებულია 400-მდე მომიტინგე…“ – რა ვითარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში?
  • გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი მორაგბე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge