ტრაგიკულად გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის დედას, ანა შოშიაშვილს, შვილი შეეძინა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
პატარა ტატას ერთ-ერთი ნათლია მამა შალვა კეკელიაა. ქადაგებისას მოძღვარმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის, სასწაულზე, რომელიც მამა შალვას თქმით, მარიტას უკავშირდება.
„თელავიდან ერთი ქალი ჩასულა, რომელსავ შვილი დიდი ხანი არ ჰყავდა, სიზმარში მარიტა ვნახეო მივიდა მარიტას სადლავზე, ითხოვა და ორ კვირაში დფეხმძიმდა“, – ამბობს ის.
შეგახსენებთ, 2022 წლის 13 ოქტომბერს, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი მათგანი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.