საქართველოში დაწესებული ახალი რეგულაციების მიხედვით, 2024 წლის იანვრიდან, საქართველოში აიკრძალა 2013 წლამდე გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი.
საინტერესოა, რა ბედი ეწიათ იმ ადამიანებს, რომლებმაც 2023 წლის ბოლო თვეებში გადაწყვიტეს 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილის ჩამოყვანა, მაგრამ საბოლოოდ ვერ მოასწრეს 2024 წლის პირველ იანვრამდე მანქანის ჩამოყვანა-განბაჟება.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარისას აღნიშნავს, რომ იმის მაგივრად, ხელისუფლებას 1-ელ დეკემბრამდე შეძენილ ავტომობილებზე დაეწესებინათ შეღავათები, მათ გადაწყვიტეს, განბაჟების საშუალება იმ მყიდველებისთვის მიეცათ, რომელთა მანქანებიც 1 დეკემბრამდე დაიტვირთა გემებზე.
„ჩვენი ასოციაცია ითხოვდა, რომ ვისი მანქანაც შეძენილი იყო 1-ელ დეკემბრამდე, მათ შეხებოდათ შეღავათი, მაგრამ ეს არ დაგვიკმაყოფილეს. ამის მაგივრად, ვისი მანქანაც 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე დაიტვირთა, მათ უკეთებენ შეღავათს. იყო კატეგორია, რომელმაც 2023 წლის აგვისტოში შეიძინა ავტომობილი, მაგრამ 2-3 დეკემბრამდე ვერ მოხერხდა მათი გემებზე განთავსება. ეს ადამიანები ჰაერში არიან, ვინაიდან ვერ მოახერხებენ ავტომობილის რეგისტრაციას“, – განაცხადა ალექსი ნონიაძემ… კითხვა განაგრძეთ ბმულზე.