ტელეწამყვან გიორგი გასვიანის ცნობით, ცოტა ხნის წინ ჩინეთში, ქართველი მოცეკვავე, ჯიმი ჟვანია, გარდაიცვალა.
„ძალიან გვატკინე გული.. კეთილი და უბოროტო ადამიანი.. თეთრი ტალღა უშენოდ არავის წარმოედგინა!“ – წერს გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში.
არსებული ინფორმაციით, ის სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციების დიაგნოზით 1 თვე საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.