ვერძი
მოთმინება და მხოლოდ მოთმინება მოგიტანთ წარმატებას და გამარჯვებას. ხელგაშლილობამ და გულუხვობამ შესაძლოა, გავნოთ. ზოგადად, პოზიტიური დღეა.
კურო
ყური მიუგდეთ თქვენს გულს და დიდად ნუ ენდობით სხვათა რჩევებს. შეეცადეთ, ხელში აიღოთ სადავეები, მოირგოთ ინიციატორის როლი და მოვლენები სასურველ მხარეს მიმართოთ.
ტყუპები
ირგვლივმყოფებთან გაუგებრობები და ზეწოლაა მოსალოდნელი. გარკვეული დრო დაგჭირდებათ, უთანხმოებების მოსაგვარებლად. მთავარია, არ დაარღვიოთ სამართლიანობის პრინციპები.
კირჩხიბი
ერთგვარი განახლების დღე შეიძლება იყოს თქვენთვის. პროფესიონალური განვითარება, ხელს უწყობს ავტორიტეტის ზრდას, რაც კარგ შემოსავლებს და საუკეთესო შედეგებს მოგიტანთ.
ლომი
ნუ წამოეგებით ვიღაცის უგუნურ პროვოკაციას, შეეცადეთ, თავი აარიდოთ გარშემომყოფთა ნეგატიურ ზემოქმედებას. იმოქმედეთ, შანსი გაქვთ, აისრულოთ თქვენი სურვილები.
ქალწული
თუ საქმეს მეტი სერიოზულობით მიუდგებით, თავს დააღწევთ მექანიკურ ქმედებას. ჩაუღრმავდით საკუთარ სისუსტეებს, გამოცოცხლდით, ახლა ეს აუცილებელია.
სასწორი
თავი შეიკავეთ ინოვაციებისა და ნაჩქარევი ქმედებებისგან. შესაძლოა, მატერიალური სახის პრობლემებმაც იჩინოს თავი. საქმიანი მივლინება შედეგიანი და წარმატების მომტანი იქნება.
მორიელი
გონივრულად ხარჯეთ ფინანსები. სასიამოვნო მოულოდნელობა გელით, გავლენიანი პირების მფარველობის შედეგად, მსხვილ ფინანსურ გარიგებას მიაღწევთ მეტად პერსპექტიულ საქმესთან დაკავშირებით.
მშვილდოსანი
სიფრთხილე გმართებთ საქმიან ქაღალდებზე ხელმოწერისა და ფულად საკითხებთან დაკავშირებულ საქმეებში. პროფესიულ საქმიანობაში მოშურნეების და არაკეთილმოსურნეთა გააქტიურებაა მოსალოდნელი. გააკონტროლეთ ემოციები.
თხის რქა
პირად საკითხებში პრობლემები და ეჭვები წინა პლანზეა. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ და ნუ შეეცდებით, სრულყოფილი ადამიანის როლის თამაშს.
მერწყული
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ერიდეთ გაღიზიანებას და ექსტრემალურ სპორტს, შეეცადეთ, გადაერთოთ რაიმე საინტერესო და სასიამოვნო საქმიანობაზე და შეიქმენით მშვიდი, კომფორტული გარემო.
თევზები
ნუ გადაიღლებით ყოველდღიური რუტინით, ყურადღება გამოიჩინეთ საკვები პროდუქტების მიმართ. მოტყუების და დანაკარგების ალბათობაა. გამოიჩინეთ მეტი წინდახედულობა.