9 იანვარს, კანზას სითიში, ერთ-ერთ ოჯახში, სამი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გამოძიების ცნობით, გარდაცვლილები მეგობრები იყვნენ. ცხედრები კი საერთო მეგობრის ეზოში იპოვეს, ისინი სწორედ მეგობარ უილისთან, 7 იანვარს სტუმრად იმყოფებოდნენ.
ჯონსონი, ჰარინგტონი და მაკგინი ახლო მეგობრები იყვნენ და ხშირად აქვეყნებდნენ ერთმანეთის ფოტოებს სოციალურ მედიაში.
უილისის ადვოკატის, ჯონ პიცერნოს განცხადებით, მისმა კლიენტმა „არ იცის, როგორ დაიღუპნენ მისი მეგობრები“.
რა მოხდა მათი გარდაცვალების ღამეს – რა რჩება გაურკვეველი?
7 იანვრის ღამეს, სამი მეგობარი უილისის ნაქირავებ სახლში წავიდა, რათა თამაშისთვის ეყურებინათ. მათთან ერთად იმყოფებოდა მეხუთე მეგობარიც, რომელიც საღამოს ადრე წავიდა. ამის შემდგომი მოვლენების ზუსტი ვადები გაურკვეველი რჩება.
PEOPLE-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ადვოკატმა პიცერნომ განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა უილისმა, მეგობრები ბოლოს მაშინ ნახა, როცა სახლიდან გავიდნენ. თავად კი დასაძინებლად წავიდა.
„მან არ იცოდა, რომ ისინი მის ეზოში დარჩნენ”, – დასძინა ადვოკატმა. მოგვიანებით კი, თავად უილისმა თქვა, რომ მეგობრების წასვლამდე დაიძინა.
მსხვერპლის ორი მანქანა მის ქუჩაზე გაჩერებული იპოვეს. ადვოკატი ამბობს, რომ მეგობრებისგან მანქანების იქ დატოვებაში უცნაური არაფერი იყო…
სამი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი და დრო ჯერჯერობით უცნობია, რადგან პოლიცია ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.
