ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს კერძო და საჯარო კლინიკების ჩამონათვალს, რომლებშიც რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს, დასაქმების ალტერნატიულ შესაძლებლობას სთავაზობს. ჩამონათვალში 13 სამედიცინო დაწესებულებაა:
• რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო
• ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო
• საჩხერის რაიონული საავადმყოფო
• პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
• ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა
• გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკა
• ჯეო ჰოსპიტალის ქსელი
• კავკასიის მედიცინის ცენტრი
• ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
• თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
• იმედის კლინიკა
• დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი
• თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი
შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დანგრევის და მის ბაზაზე ახალი კლინიკის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. მედპერსონალის ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ახალი საავადმყოფოს აშენების საკითხს. თუმცა, მთავრობაში აცხადებენ, რომ მედპერსონას ალტერნატიულ სამსაურს შესთავაებენ.