აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად მიწევს საავადმყოფოებში სიარული და უმძიმესი პაციენტების მონახულება, დამემართა სერიოზული იპოქონდრია. თქვენ ვერც წარმოიდგენთ რამდენად რთულია ფსიქოლოგიურად, რომ თან არც შეამჩნევინო შენი განცდები პაციენტს, უღიმოდე და პოზიტივს აგრძნობინებდე, თან საკუთარ თავზე და კანზე განიცდიდე ყველა იმ შეგრძნებას, რასაც შენი თვალები ხედავს. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ახალ საქმეებს შორის ცოტა მაინც მოვახერხო დროის მოგება და ფსიქოლოგიურად საკუთარი თავის განტვირთვა. ყველაზე რთული საქმე ეს არის, მერე მუდმივად გგონია, რომ რაღაც მსგავსი შენც გჭირს ან გემართება, სულ შიშში ხარ. მესმის, რომ თქვენ ამას არ იაზრებთ და თქვენი პრობლემა მთავარი პრობლემა გგონიათ, მაგრამ ჩემი პირადი ექიმი შეწუხებულია უკვე ამ ჩემი იპოქონდრიული ტრავმებით, რომელსაც ვიღებ მუდმივად საავადმყოფოებში ყოფნით. იქნებ იმის გააზრებაც შეძლოთ, რომ ამ ყველაფრის მიღმა დგას ერთი ადამიანი, ხოლო ამ ერთი ადამიანს არ შეუძლია ფსიქოლოგიურად ყველაფრის საკუთარ თავზე გაიგივება. თუ საჭიროდ ჩავთვლი მე თვითონ მოვალ, ნუ ძალადობთ ჩემზე. ყოველ ერთ თვეში მინიმუმ 10 ანალიზს ვიკეთებ ამ იპოქონდრიული შიშების გამო, რომელიც სერიოზული ტრავმებია ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე“, – წერს ის.