საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
” სამძიმარი ▪
⛪ 2024 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის (ანჩისხატის) ტაძრის ყოფილი მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ნიკოლოზი (ღლონტი).
▪ არქიმანდრიტი ნიკოლოზი დაიკრძალება შაბათს, 2024 წლის 27 იანვარს, ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში.
▪ მწუხარებას გამოვთქვამთ არქიმანდრიტ ნიკოლოზის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.
🕯 უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.
🕯 გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული არქიმანდრიტი ნიკოლოზი”
