19 იანვარს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ნათლისღების დღესასწაული აღნიშნა. ლიტურგიაში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მონაწილეობა არ მიუღია.
დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით, პატრიარქმა ილია მეორემ მსახურებაში მონაწილეობა ასაკიდან და უძლურებიდან გამომდინარე ვერ შეძლო:
„პატრიარქის ჯანმრთელობა სტაბილურია, უბრალოდ, მისი ასაკიდან და უძლურებიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია, რომ ყველა მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა სამწუხაროდ, დღესაც ვერ შეძლო“ – განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.
