ბაკურიანში სათხილამურო ტრასაზე კაცი დაიღუპა. გარდაცვლილი ახალგაზრდა 36 წლის გიორგი ტუხაშვილია. ის წარმატებული სტარტაპერი იყო.
შემთხვევა სავარაუდოდ სრიალის დროს მოხდა. დაშავებულია კიდევ ერთი პირი.
გიორგი 2 წლის წინ მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების სტარტაპ Kernel-ის თანადამფუძნებელი გახდა. თავდაპირველად ის კომპანიის პროდუქტის გუნდს ხელმძღვანელობდა. გიორგის მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები დარჩა. გარდაცვლილი ახალგაზრდა ცნობილი ექიმისა და ფოტომემატიანის გივი ტუხაშვილის ვაჟია. ტრაგიკული შემთხვევის დროს გიორგი ბაკურიანში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რომ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
