ბაკურიანში მომხდარი უბედური შემთხვევისას დაშავებულ 15 წლის მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა. მას ფეხი აქვს მოტეხილი.
ცნობისთვის, გუშინ ბაკურიანში სათხილამურო ტრასაზე კაცი დაიღუპა. გარდაცვლილი ახალგაზრდა 36 წლის გიორგი ტუხაშვილია. ის წარმატებული სტარტაპერი იყო.
შემთხვევა სავარაუდოდ სრიალის დროს მოხდა.
