ნორვეგიის პრინცესა, ინგრიდ ალექსანდრა ჯარში მიდის.
პრინცესა თავის პირველ ნამდვილ სამხედრო წვრთნას ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში იწყებს და მომდევნო თორმეტ თვეს საინჟინრო ბატალიონის შემადგენლობაში გაატარებს.რ
პრინცესა ინგრიდ ალექსანდრა და სხვა წვევამდელები ხანმოკლე პოლარულ დღეს ღია ცის ქვეშ, ბინდის საათებს კი დერეფნებში ატარებენ და სამხედრო საქმის საფუძვლებს სწავლობენ.
აქამდე პრინცესა სასახლეებში ცხოვრობდა, მაგრამ აქ ის სხვებისგან არაფრით განსხვავდება.
„მან ისევე უნდა მორეცხოს იატაკი, როგორც ყველამ, მოუაროს თავის ოთახს, მოაწესრიგოს საწოლი და იაროს კლასში. მის მიმართაც იგივე მოთხოვნები არსებობს, როგორიც ყველა სხვა ახალწვეულის მიმართ“, – ამბობს საინჟინრო ბატალიონის ასეულის მეთაური, ჰოგენ ვანგსნესი.