ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე მომხდარ უბედური შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
უბედური შემთხვევა სრიალისას მოხდა, რა დროსაც ახალგზარდა მამაკაცი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი 35 წლამდე ასაკის გიორგი ტუხაშვილია, ის მოთხილამურე ძმას დაეჯახა, რომელმაც დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ახალგაზრდა კაცი კი, ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს გარდაცვლილი დახვდა.
დაშავებული მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, მას დაზიანება ქვედა კიდურების არეში აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რომ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.