ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე, უბედური შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი გარცაიცვალა.
შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. ინფორმაცია borjomi.tv-მ გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, კაცი ადგილობრივი არ არის.
როგორც ცნობილია, უბედური შემთხვევა სრიალისას მოხდა. დაშავებულია კიდევ ერთი პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რომ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები უცნობია.