თითქმის 18-თვიანი აკრძალვის შემდეგ, საქართველოში პარაპლანით ფრენები აღდგა. ამის შესახებ პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კაპანაძე bm.ge-სთან განაცხადა.
მისი თქმით, ეტაპზე კომერციული ფრენის ნებართვა სამ საჰაერო სივრცეზე: გუდაურზე, ბაკურიანსა და ანანურზე არსებობს.
“ამ ეტაპზე ფრენებისთვის გვაქვს 3 გამოყოფილი სივრცე: გუდაური, ბაკურიანი და ანანური. ამ სამი საჰაერო სივრცის გარდა სხვა ადგილებზე ფრენების განხორციელების უფლება არ გვაქვს. ახლა ვმუშაობთ კიდევ 10-11 ადგილზე ნებართვის მიღებაზე. ეს უკვე იქნება მთავრობის დადგენილების საფუძველზე”– განაცხადა მან.