დააკავეს მამაკაცი, რომელმაც თავისი ქალიშვილის 22 წლის „ბოიფრენდი“ გააუპატიურა.
ფაქტის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ახალგაზრდა მოსკოველი მამაკაცი პოლიციაში მივიდა და შეყვარებული გოგონას მამის მხრიდან ძალადობის შესახებ შეატყობინა. იუწყება Ren-TV ინფორმირებული წყაროზე დაყრდნობით.
შემთხვევა 15 იანვარს მოხდა, როცა 22 წლის ბიჭი 21 წლის მეგობარ გოგონას სახლში ესტუმრა. თუმცა, შეყვარებულ წყვილს გოგონას 66 წლის მამამ ხელი შეუშალა, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცის უკეთ გაცნობა „ერთი ჭიქა“ ალკოჰოლის თანხლებით გადაწყვიტა.
“მამაკაცმა გადაწყვიტა დალევა თავისი ქალიშვილის შეყვარებულთან ერთად. შედეგად, ქეიფი გაუპატიურებით დასრულდა. ახალგაზრდა მამაკაცი ამტკიცებს, რომ მისი შეყვარებულის მამა მასზე ძალადობდა”, – პოლიციაში განცხადების შემდეგ, მოძალადე დააკავეს.