აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
ის საზოგადოებას მიმართავს.
„ათასობით წერილი შემომდის – მესამე პირებს მივმართავ: მე არ ვარ გამოძახების სერვისი, რომელიც რობოტივით, ყოველგვარი ემოციის გარეშე მივა შეკვეთასთან და შეასრულებს თქვენს ბრძანებას! მე ვარ ერთი ადამიანი, ქვეყანაში კი ათასობით ადამიანია, რომელსაც დახმარება სჭირდება.
*** მხოლოდ იქ ვჩერდები, სადაც გზაზე მხვდება და არა შეკვეთით ***
მე საქმეებს არ ვიღებ ნაცნობობით და ცხოვრებაში არასდროს არ დამიყენებია ჩემი ნაცნობი ვინმეზე წინ! უფრო მეტიც, ყველა ჩემს ნაცნობს თუ მეგობარს უარს ვეუბნები, როდესაც ისინი ცდილობენ სხვაზე უფრო წინ დგომას. როცა საქმეს ვიღებ ხელში, ის საქმე გულის კარნახს უნდა ემთხვეოდეს! არასოდეს გამიკეთებია რამე გულის კარნახის გარეშე. მესამე პირებმა შეწყვიტეთ მითითებები!!! ზოგადად ნუ მწერთ წერილებს, მაინც არცერთ “შეკვეთას” არ ვიღებ თქვენსას. თავადაც გაქვთ ორი ხელი და ორი ფეხი, თუ ასე გაღელვებთ სხვისი მდგომარეობა, გაანძრიეთ თქვენი საკუთარი ორი ხელი და ორი ფეხი, თავად სცადეთ მეორე ადამიანის დახმარება! ჩემი საქმეები სწორედ იმას ემსახურება, რომ სხვადყოფნის მაგალითები დაინერგოს და ეს მაგალითები საქმეები გახდეს, რომელსაც სხვებიც გააკეთებენ. მე არ ვარ სახელმწიფო, რომ მწყევლიდეთ და მაგინებდეთ, რადგან ყველას და ყველაფერს ვერ ვუმკლავდები! პრეტენზიებით სახელმწიფოს მიმართეთ, ოღონდ იქამდე სანამ შეკვეთებს გასცემდეთ, ჯერ მესამე პირებმა თავად შეიწუხეთ თავი“, – წერს ის.