Wednesday, October 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს იყო ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე კარ­გი პე­რი­ო­დი… ის, რომ თით­ქმის სულ მარ­ტო დავ­რჩი, ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს”– რა დროს იხსენებს ზურა ყიფშიძე

January 17, 2024
“ეს იყო ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე კარ­გი პე­რი­ო­დი… ის, რომ თით­ქმის სულ მარ­ტო დავ­რჩი, ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს”– რა დროს იხსენებს ზურა ყიფშიძე

ზურა ყიფ­ში­ძემ, რომელმაც უამ­რა­ვი როლი შექ­მნა კი­ნო­სა და თე­ატ­რში “კვი­რის პა­ლიტ­რასთან” ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

ინტერვიუდან გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს:

– რო­დის იყა­ვით ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი? როცა, ვთქვათ, სიმ­შვი­დეც იყო…

– სიმ­შვი­დეს ბედ­ნი­ე­რე­ბას არ ვე­ძა­ხი, პი­რი­ქით!.. ეს იყო 1977 წელი. იმ­ხა­ნად და­ვო­ჯახ­დი და ჩვე­ნი თე­ატ­რი ყა­ლიბ­დე­ბო­და. შვი­ლი შე­მე­ძი­ნა… ერ­თდრო­უ­ლად იმ­დე­ნი კარ­გი რამ მოხ­და. სა­ზღვარ­გა­რეთ მე­ძახ­დნენ სა­მუ­შა­ოდ – მე უარი ვთქვი. ჯან­ზე ვი­ყა­ვი, მყავ­და ცხე­ნი, ძაღ­ლე­ბი, მან­ქა­ნა, გა­და­სა­რე­ვი ცოლი და ოჯა­ხი – ეს იყო ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე კარ­გი პე­რი­ო­დი.…მერე და მერე ღმერ­თი მა­ინც გიგ­ზავ­ნის ბედ­ნი­ე­რე­ბას იმის სა­ხით, ამის სა­ხით, მაგ­რამ ნელ-ნელა, აი, რო­გორც „Art“-შია – “თოვს და თოვს, სა­ნამ კაცი არ გაქ­რე­ბა, არ გა­და­ვა იქ, სა­დაც შემ­დეგ ფე­რიც­ვა­ლე­ბა ელის!”.

– ყვე­ლა­ზე ხში­რად რაზე ფიქ­რობთ?

– წლებ­თან ერ­თად სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი ხდე­ბი, მაგ­რამ ის, რომ თით­ქმის სულ მარ­ტო დავ­რჩი, ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს. წელი არ გავა, ვინ­მე არ მო­მაკ­ლდეს. სიკ­ვდი­ლის კი არ მე­ში­ნია, უფრო მე­ფიქ­რე­ბა. რამ­დე­ნი­მე­ჯერ მოვ­კვდი და არც ისე სა­ში­ში ყო­ფი­ლა, მაგ­რამ მე მა­ინც იმ შე­უც­ნო­ბად­ზე მე­ფიქ­რე­ბა, მერე რა ხდე­ბა. აი, იქ უნდა გვეს­მო­დეს ის, რაც არ გეს­მის, ვგრძნობ­დეთ…

– კლი­ნი­კურ სიკ­ვდილს გუ­ლის­ხმობთ?

– კი, არა­ფე­რი ისე­თი არ ხდე­ბა, პი­რი­ქით, სი­ა­მოვ­ნე­ბის გან­ცდაა. ორ­ჯერ სე­რი­ო­ზუ­ლი იყო, ორ­ჯერ – ისე რა. იცი, შეგ­რძნე­ბა რო­გო­რი იყო? რომ და­ი­ღა­ლე და და­ის­ვე­ნე. ძა­ლით და­მაბ­რუ­ნეს, თო­რემ არ ვა­პი­რებ­დი მობ­რუ­ნე­ბას. რომ ვიცი, იქ მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხი, დედა, დე­ი­დე­ბი არი­ან…

– ვინ არის ზურა ყიფ­ში­ძე?

– ყვე­ლა­ნი ვი­ღა­ცე­ბი ვართ… ცოტა ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი და მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ში გა­ჭე­დი­ლი, ვერ ავ­ყე­ვი ამ 21-ე სა­უ­კუ­ნეს. თუმ­ცა დღემ­დე ვა­კე­თებ იმას, რაც მომ­წონს, მაგ­რამ უნდა ვა­კე­თო ის, რაც სხვებს მოს­წონთ…

მე ძა­ლი­ან დიდი ოჯა­ხი მყავს და არ შე­იძ­ლე­ბა ამის თქმა, მაგ­რამ მარ­ტო­სუ­ლი ვარ. თე­ატ­რში, რო­მე­ლიც ყვე­ლამ ერ­თად ავა­შე­ნეთ მი­ხე­ილ ივა­ნი­ჩის წი­ნამ­ძღო­ლო­ბით, დღემ­დე ვარ, მარ­ჯა­ნიშ­ვილ­შიც ვარ, მაგ­რამ მა­ინც ყვე­ლა მარ­ტოა…

– ეს გა­წუ­ხებთ?

– რა თქმა უნდა. ისევ 60-70-იან წლებ­ში დავ­ბრუნ­დე­ბო­დი. სი­ბე­რე ძა­ლი­ან ცუდი გა­მო­გო­ნე­ბაა, ბრძენ­დე­ბი, მაგ­რამ ბევ­რი რამ არ გახ­სოვს და ეს ძა­ლი­ან ცუ­დია. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ფარცხალაძის საქმე არსებით განხილვაზე გადავიდა – ადვოკატი ირწმუნება, რომ ბრალდების მოწმეები “ზღაპრებს იგონებენ”
  • ზოგიერთ ქსელში ბენზინი 7 თეთრამდე, დიზელი 6 თეთრამდე კიდევ გაძვირდა – რა ღირს საწვავი დღეს
  • მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულ 60 წლის კაცს 12 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge