პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერს, კახა კალაძეს სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ ხაზარაძემ facebook-ზე დაწერა.
,,კახა კალაძე ნამდვილად, ყველას ყველაფერი ახსოვს.. დანარჩენი სასამართლოში”, – წერს მამუკა ხაზარაძე.
“ლელოს” ლიდერი აღნიშნული პოსტით, კალაძის მიერ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც “ლელოს” ლიდერებს თბილისის მერმა “ხანდაზმული თაღლითები” და “ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის ხელის ბიჭები” უწოდა.
ხაზარაძემ პოსტთან ერთად გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც კალაძე, ინგა გრიგოლიას გადაცემა ,,რეაქციაში“, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მიხილ სააკაშვილს აქებდა.