ბაქოში, ბინაგადის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახელოსნოში მომხდარ აფეთქებას, საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე 35 წლის კაცია, ბაქოში სამუშაოდ იყო წასული.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 24. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.