Tuesday, February 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ოჯახიდან, სადაც პატრონმა ერთი ძაღლი ცემით მოკლა, მეორე ძაღლი ცხოველთა დამცველებმა წაიყვანეს

January 15, 2024
ოჯახიდან, სადაც პატრონმა ერთი ძაღლი ცემით მოკლა, მეორე ძაღლი ცხოველთა დამცველებმა წაიყვანეს

ოჯახიდან, სადაც პატრონმა ერთი ძაღლი ცემით მოკლა, მეორე ძაღლი ცხოველთა დამცველებმა, პოლიციასთან შეთანხმებით, თბილისში წამოიყვანეს. ქართული ნაგაზი, სახელად დუსკა – ტასო ლოსაბერიძემ და მისმა დედამ, სოფო ლოსაბერიძემ შეიფარეს.

ძაღლი თავიდან იმდენად აგრესიული იყო, რომ მანქანიდან გადმოსაყვანად, ოჯახს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დახმარება დასჭირდა. დუსკა თანდათან სულ უფრო მეგობრული ხდება, მაგრამ ტასოსა და სოფოს გარდა, ჯერ მეტს არავის იკარებს.

დუსკამ, დიდი ალბათობით, თავისი თვალით ნახა, როგორ სცემდა პატრონი მეორე ძაღლს. გავრცელებულ ვიდეოში ისმის ძაღლის ყეფა, ხოლო როგორც ტასო ლოსაბერიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, დუსკა ზუსტად იმ ტერიტორიაზე იყო დაბმული, სადაც – სისასტიკის ამსახველი ვიდეოა გადაღებული.

“როდემდე დარჩება თქვენთან?” – ამ შეკითხვაზე ტასოს პასუხი არა აქვს. ამბობს, რომ, ძაღლის ხასიათების გათვალისწინებით, მისი გაჩუქება იოლი არ იქნება, თუმცა იმასაც ამატებს, რომ – ალბათ, ვერც შეელევა.

6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში კაცმა ჯოხით სასტიკად სცემა საკუთარ ძაღლს – ქართულ ნაგაზს. ცხოველი მოკვდა. ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა, სოციალურ ქსელში, 8 იანვარს გავრცელდა. კაცი დაკავებულია. მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. სასჯელად განსაზღვრულია ჯარიმა, შინაპატიმრობა – ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავსუფლების აღკვეთა – ერთიდან ოთხ წლამდე. ცხოველთა დამცველები მაქსიმალურ სასჯელს მოითხოვენ.

 

წყარო: რადიო თავისუფლება

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ღირს 1 გრამი ოქრო – ახალი მონაცემები
  • ტელეკომპანიის სანქცირებამდე ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის წილი მართვაში სხვა პირს გადასცა
  • ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge