შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა მეხანძრე – მაშველი თორნიკე კიპაროიძე. ის ხანძრისას გამოძახებაზე იმყოფებოდა რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა.
dაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. თორნიკემ სახანძრო-სამაშველო ძალებში 1 წლის წინ დაიწყო მუშაობა. გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე ის თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.
25 წლის მეხანძრე-მაშველი 2018 წელს დაქორწინდა. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.