ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება
“სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა საპატრიარქოს პასუხი არ ქონდა თავის მართლების რეჟიმდი იყო თავიდანვე”- წერს ჟურნალისტი
საქართველოს საპატრიარქომ დღეს წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
“ვინაიდან ი. სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც.
მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ.”