თავად ექიმები განიცდიან ტანჯვას იმის გამო, რომ – ამის შესახებ აქტივისტი და ბლოგერი დომენიკ მანგო წერს.
“ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, ახლა არც თვითმფრინავის ჩამოყვანა არ უნდა დაგვჭირვებოდა თურქეთიდან, არც სადმე პაციენტის გადაყვანა და არც ასე თითო-თითო ლარობით თანხის გროვება. ჯანდაცვის სფერო ძირეულადაა შესაცვლელი. რაც მე ამ პროცესებში ვნახე, ალბათ ბევრი დრო დამჭირდება თქვენთვის ამის გაზიარებისთვის. თავად ექიმები განიცდიან ტანჯვას იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა ვერანაირ შესაძლებლობებს ვერ აძლევს მათ საკუთარი ცოდნის გამოყენების. ეს სისტემა მსხვერპლზეა აშენებული, ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანებისთვის ის არ არის! გავამგზავრებთ თემოს და მე ამ თემას მოვუბრუნდები”
