რუსთავში ახლგაზრდამ მაღაზიიდან მობილური მოიპარა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
რუსთავის მოლის, ტექნიკის მაღაზია “მერტომარტი”-ს ფილიალიდან, 30 წლამდე კაცმა მობილური ტელეფონი მოიპარა.
არსებული ინფორმაციით ნივთის მოპარვის ფაქტი, ვიდეო სათვალთვალო კამერებში დაფიქსირდა.
გატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად რუსთავის პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მალევე დააკავეს.
მომზდარზე დაწყებულია გამოძიება.