„წელს, 2024 წელს ყველაზე დიდი მტკივნეული დაავადების სიმსივნის და ალცჰაიმერის საშველი აუცილებლად იქნება. ამ დაავადებებით, ყველაზე ნაკლები ადამიანი გარდაიცვლება. ამ ტანჯვას საბოლოოდ, ბოლო მოეღება”– ამბობს ეზოთერიკოსი გოგა მანია.
“დრაკონის წელში, საქართველოს ფარგლებს გარეთ, იქნება სხვადასხვა სახის პრობლემა, საქართველოშიც იქნება ბიძგები, მაგრამ ყველაზე დაცული იქნება. ევროპაში სხვადასხვა ჯგუფი ტერორისტულ აქტებს მოაწყობენ, ეს იქნება აუცილებლად თურქეთში, ასევე, გახშირდება მიწისძვრები, რომელიც იქნება კატასტროფულად დამანგრეველი. იქნება ქარიშხლები, ამ ყველაფერს ბევრი ადამიანი შეეწირება,“ – ამბობს ეზოთერიკოსი.