ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც სამების ტაძარში წმინდა მატროსას ხატის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
“ალტინფოელებზე, სტალინისტებზე და ფანატიკოსებზე არაფრით უკეთესები კი არა და უარესები ხართ ის “შუაშისტები”, ვითომ ღმერთი რომ გწამთ, სტალინი რო არ გევასებათ, იმასაც რო აღიარებთ რომ მისი ადგილი ტაძარში არ არის, “მონანიებაზე” ტრენდულად რო ანძრევთ და თან ნატა ფერაძეს რო ამუნათებთ ვულგარულობისთვის!
რატომ ხართ უარესები?! იმიტომ რომ სწორედ თქვენნაირების დამსახურებაა იგივე ალტინფო ამდენს რომ ბედავს! მიდით, იმორალისტეთ, იფილოსოფოსეთ, იპროფესორეთ და აშრიალეთ მეორადი პეროები, არც სუფრასთან მიმსხდრებს იმის გარკვევა დაგავიწყდეთ ტორტი სამარხვოა თუ არა, მოკლედ რაც გინდათ ქენით, ოღონდ ვისაც რამის გაკეთების ტრაკი აქვს და არა თქვენსავით ათამაშებს, თავი დაანებეთ! ფარისევლებო!”– წერს ირინა სარიშვილი.
პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა კომენტარებში.
ერთ–ერთმა მოქალაქემ დწერა: “თქვენ ფიქრობთ ფერაძის საქციელი ევროკავშირის დროშის დაწვაზე ნაკლები სისაძაგლეა? ორივე ერთნაირად სამარცხვინოა”, რაზეც სარიშვილმა შემდეგნაირად უპასუხა, “ისეთი წარმოუდგენელი რამე დაწერეთ, რომ რაც არ უნდა გიპასუხოთ აისხლიტავთ.”
” აუ ,აქ საქოცეთზე უარესი მრევლი გყოლიათ”
“ბევრი თუ არაფერს აკეთებს, ამორალურსაც არ სჩადის. მირჩევნია ინერტობა ფერაძესავით თავის გამოჩენას, თუ თავის მოჭრას.”
“აჰ, ირა – უბერავ შენც”– დაწერა კიდევ ერთმა მოქალაქემ,რაზეც სარიშვილმა უპასუხა: “მერე ორპირს უნდა ერიდოთ, აქ ბევრი ვუბერავთ.’
“აი ბევრისგან რომ არ ველოდი, ისეთი ხალხისგან გამიკვირდა ძალიან, თითქოს პროტესტის დიდი ტალღა ქონდათ აგორებული და ნატა ფერაძემ შეუშალა ხელი.”