„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში აქტივისტ ნატა ფერაძისა და სამებაში წმ. მატრონას ხატის შეღებვის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
„ხალხო ამისთვისაა პროპორციული არჩევნები, რომ ნატა ფერაძემ თუ ზიანი მოიტანა, მასთან აფილირებულმა პოლიტიკურმა ძალამ ინერვიულოს (თუ ასეთი არსებობს).
რას მაკიაველობთ.
მე არ მომწონს სხვისი ქონების დაზიანება პოლიტიკური პროტესტის ნიშნად – არასოდეს და არცერთ ვითარებაში.
უფრო მეტიც, მომწონს რომ
სტალინის ხატი კიდია სამებაში – მგონია რომ საკუთარ სახელს არქმევს ყველაფერს და იოლი ასახსნელი ხდება ჩვენი გზავნილი საპატრიარქოზე (მათ შორის მიშა ვის ეტენება უსაპნოდ, მისი მორალური კრახის ასახსნელადაც იდეალურია).
მაგრამ ნატა ფერაძე გვაზიანებსო რომ ბოდიალობთ, იგივეა ცუდი მოცეკვავე საკუთარ კვერცხებს აბრალებდეს ცუდად ცეკვას.
ჩვენი პოტენციური ამომრჩეველი არ არის იდიოტი, ავუხსნით (კორუმპირებული ტელემედიის პირობებშიც), ჩვენ როგორ ვხედავთ ამ თემას და იმასაც, რომ
ნატა ფერაძე ჩვენს პარტიასთან არაფერ შუაშია და თქვენ თქვენსას რატომ აყენებთ შეურაცხყოფას?
რატომ აბრალებთ წინასწარ საკუთარ უსუსურობას სხვას? – წერს ჩერგოლეიშვილი.
„ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები, პროტესტის ნიშნად, აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მივიდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
შეგახსენებთ, გუშინ ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში, ხატს, რომელზეც ნეტარ მატრონა მოსკოველთან ერთად იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.
ზემოაღნიშნული პროტესტი სწორედ ამას უკავშირდება.
