“ბუნების გაკვეთილზე სათივეში დამიხვდა. თუ მაინდომა, დარჩეს ონლაინ “უროკებზე” – ასე დაასათაურა 8 წლის ილიკო გოგაშვილის მამამ დაუვიწყარი კადრი, რომელმაც სრულიად საქართველო და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველები აალაპარაკა.
kvirispalitra.ge – ილიკოს მამას, სოლომონ გოგაშვილს ესაუბრა და პირადად მისგან შეიტყო, თუ როგორ აღმოჩნდა სათივეში მყოფი მისი შვილი ფოტოობიექტივის “სამიზნე”.
სოლომონ გოგაშვილი
– სათივესთან ახლოს ღობეს ვაკეთებდით, ბოძებს ვამაგრებდით, თვითონაც გვეხმარებოდა. მერე გაკვეთილი დაეწყო. ხმა რომ შემომესმა, შევიხედე და ვნახე, როგორ უსმენდა ბუნების გაკვეთილს, გადავუღე ორი კადრი და ღამე ავტვირთე ფოტო ჩემს პირად “ფეისბუქზე”. არც მიფიქრია, რომ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა. ძალიან ბევრმა ადამიანმა მომნიშნა სოციალურ ქსელში ფოტოზე და მეგობრები საზღვარგარეთიდან მწერდნენ. ზოგადად, ფოტოების გადაღება ძალიან მიყვარს. ჩემმა რამდენიმე ფოტომ ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ კონკურსში გაიმარჯვა.
ილია არის 8 წლის. პანდემიის გამო, ამ დრომდე, განათლებას ონლიან რეჟიმში იღებს და სოფელ არბოშიკში იმყოფება. ისე თბილისში სწავლობს, ძალიან კარგ სკოლაში. სოფელ არბოშიკშიც არის სკოლა და გვერდზე სოფელშიც, მაგრამ იქ დამატებითი წრეები არ რის და ცურვის, კალათბურთის გამო გადავწყვიტეთ თბილისში ვატაროთ. ისე ძალიან უყვარს ეს სოფელი და დროს აქ დიდი სიამოვნებით ატარებს, თავის 4 წლის დაიკოსთან ერთად
წყარო: “კვირის პალიტრა”