Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ონკოლოგი, გიორგი ღოღობერიძე მორიგი ვიდეო ჩართვის მეშვეობით იმ წამალზე საუბრობს, რომელსაც ისრაელში მეცნიერებმა ახლახანს მიაკვლიეს. ღოღობრიძე აღნიშნავს, რომ მედიკამენტამ ჯერ მხოლოდ პირველი ფაზა გაიარა, თუმცა საკმაოდ ეფექტურია კორონავირუსის წინააღმდეგ.
„მედიკამენტის სახელია EXO- CD24 (ეგზო სიდი 24), ის განკუთვნილია იმისთვის, რომ პაციენტებს, რომლებსაც დაემართებათ კოვიდის საშუალო და მძიმე ფორმა, არავინ დაიღუპოს კოვიდის გართულებებისგან.
კოვიდის დროს ვეწირებით არა ვირუსს, არამედ ჩვენივე იმუნური სისტების ზედმეტ აგრესიულობას.
კორონავირუსი ჩვენს იმუნურ სისტემას აიძულებს, რომ გამოყოს ძალიან ბევრი ციტოკინი, ციტოკინების ხარჯზე ძალიან აგრესიულ ფორმაზე გადართოს ჩვენი იმუნური სისტემა. აგრესიული იმუნური სისტემა კი, ჩვენს ორგანოებს აზიანებს.
თელ ავივში სწორედ ეს ახალი მედიკამენტი დაიტესტა. მედიკამენტი იფუთება სპეციალურ ვეზიკულაში. სწორედ მასშია მოთავსებული EXO- CD24. ამიტომაც ჰქვია „ეგზო“, „სიდი 24“ კი არის ჩვენს უჯრედებზე არსებული მარკერი, რომლიც ჩვენ გვხვდება, ფაქტობრივად, ყველა იმუნური უჯრედის ზედაპირზე და ის ამუხრუჭებს ჩვენს იმუნურ სისტემას, რათა მას არ ჰქონდეს ზედმეტად ძლიერი რეაქცია.
საიდან მიხვდნენ რომ ეს მედიკამენტი შეიძლება ყოფილიყო ეფექტური კოვიდ19-ით ინფიცირების დროს?
მაგალითად სარძევე ჯირკვლის, წინამდებარე ჯირკვლის, საკვერცხეების, შარდის ბუშტის, მსხვილი ნაწლავის სიმსივნეებს, თავიანთ ზედაპირზე ძალიან ბევრი აქვთ EXO- CD24 და ისინი ჩვენს იმუნურ სისტემას თრგუნავენ.
მეცნიერებმა ნახეს, რომ სიმსივნეების მიერ გამოყენებული CD24 შეიძლება გამოეყენებინათ თვითონ ვირუსის წინააღმდეგ.
შექმნეს CD24 ხელოვნურად. საშუალო და მძიმე კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს აძლევენ დღეში ერთხელ 5 დღის განმავალობაში.
პრეპარატი ჩასუნთქვის გზით მიიღება და გროვდება მხოლოდ ფილტვებში.
ეს წამალი ამუხრუჭებს იმუნურ სისტემას, რათა მას არ ჰქონდეს ძალიან ძლიერი რეაქცია ვირუსის წინააღმდეგ. რეაქცია უნდა ჰქონდეს, მაგრამ ძალიან ძლიერი არა.
მედიკამენტის ეფექტურობა პირველ ფაზაში იყო 96%, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინც კი დაიტესტა, თითქმის ყველა მათგანი 2 დღეში გამოჯანმრთელდა.
მაგრამ აქ ხაზგასასმელი არის ის, რომ ეს პრეპარატი შემოწმდა მხოლოდ 30 პაციენტზე, პირველი კვლევა გაიარა და წინ აქვს ახლა სხვა კვლევები-მეორე და მესამე ფაზა.
როგორც კი მეორე და მესამე ფაზებს გაივლის ის შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი ჩვენთვისაც.
კორონავირუსის ახალი შტამები აღარ იქნება პრობლემა ჩვენთვის, რადგან რაც არ უნდა მუტაცია მოხდეს, თუნდაც პაციენტს არ ჰქონდეს ვაქცინა გაკეთებული, ეს წამალი იმოქმედებს.
ძალიან კარგი მედიკამენტია სიკვდილიანობის შემცირების კუთხით.
წამალი საკმაოდ იაფი ჯდება, ამიტომ როგორც ფინანსური, ასევე გამოსავლის კუთხით იმედებს ტოვებს.“-განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.