ოზურგეთში სამრეცხაოს ეზოში მიტოვებული პიტბული პატრონმა წაიყვანა.
“ასე დასრულდა ჩვენი ამბავი! ვიპოვეთ მეპატრონე. მეპატრონეს განმარტებით ძაღლი ყავდა ბებოსთან დატოვებული 26 რიცხვში ბებოს გაუჩუქებია ცუგა მის დაუკითხავად”- წერია ცხოველთა პოპულაციის ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“მას შემდეგ ეძებდა და იპოვა ჩვენს მიერ გავრცელებული პოსტი რის შედეგადაც დაგვიკავშირდა და ითხოვა ცუგას წაყვანა .
პოლიციასთან ერთად გადავეცით. ძაღლის სიხარულს საზღვარი არ ქონდა ისე გაუხარდა პატრონის დანახვა .
ასევე გრძელდება გამოძიება თუ ვინ მიაბა ასე უსულგულოდ და ძებნა პიროვნების ვინც ბებოსგან წამოიყვანა ძაღლი.”
\