ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების რკინის კონსტრუქცია, რომელმაც 79 წლის მამაკაცი იმსხვერპლა, ადგილობრივების განცხადებით, მყარად არ იყო დამაგრებული და მას წლების განმავლობაში რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
მათი თქმით, უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც კაცი საკუთარ ეზოში შეშას ალაგებდა.
ცნობისთვის, ცენტრალურ გზაზე განთავსებული ლითონის კონსტრუქცია მოწყდა და პენსიონერს დაეცა. ის ადგილზე დაიღუპა.