Saturday, June 7, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ნინოს შემდეგ ქალის სიყვარული არ განმიცდია”– 40 წლის შემდეგ განახლებული სიყვარული ისტორია, რომელიც აგატირებთ

December 27, 2023
“ნინოს შემდეგ ქალის სიყვარული არ განმიცდია”– 40 წლის შემდეგ განახლებული სიყვარული ისტორია, რომელიც აგატირებთ

40 წლის შემდეგ განახლებული სიყვარული ისტორია და წყვილი, რომელსაც უკვე საზოგადოება კარგად იცნობს – ნინო კვარაცხელია და ემზარ ჯღარკავა თავის სიყვარულის ისტორიაზე ამჯერად „თბილისელებთან“ საუბრობენ.

როგორც ინტერვიუში ემზარი იხსენებს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სულმოუთქმელად ელოდა ნინოსთან შეხვედრას, თუმცა იცოდა, რომ იმ პერიოდში ნინო დაოჯახებული იყო.

„საქართველოში რომ ჩამოვედი, ერთი სული მქონდა, ნინო მენახა, მივდიოდი, მაგრამ ყოველ ჯერზე გზიდან ვბრუნდებოდი. ვიცოდი, რომ მეუღლე და შვილი ჰყავდა, ამიტომ გათხოვილი ქალის სახელს ვუფრთხილდებოდი. არ ვიცი, რა ვთქვა, ძალიან ძნელად გადასატანი იყო, მაგრამ ცხოვრება გავაგრძელე. ჩემზე ბევრად უმცროსი გოგო გავიცანი და ოჯახი შევქმენით. ვერ ვიტყვი, რომ სიყვარულით, მაგრამ როგორც ამბობენ ხოლმე, უკვე დრო იყო ოჯახს მოვკიდებოდი და ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი. სიყვარულით რომ ვეღარ შევქმნიდი ოჯახს, ეს ზუსტად ვიცოდი. ნინოს შემდეგ ქალის სიყვარული არ განმიცდია.

ერთ დღესაც შემთხვევით ვიპოვე „ფეისბუკზე.“ რომ შევხედე, მაშინვე ვიფიქრე, ჩემი გოგოა-მეთქი, გადავედი მის გვერდზე, რომ დავრწმუნებულიყავი და სკოლისდროინდელი ფოტოც ვნახე. მაშინვე დამატება გავუგზავნე, მაგრამ არ დამიმატა (იცინის). შემდეგ მივწერე, როგორც ადრე – „ნინო, მე მოვედი“ და იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა ამ რეალობაში. არ ვიცი, როგორ გითხრათ, რა გრძნობები მაქვს ამდენი წლის შემდეგ. 40 წელი გავიდა, მაგრამ, ფაქტობრივად, იმავე დღეს, ისევ ჩავკიდეთ ხელი ერთმანეთს და ერთად გავაგრძელეთ ცხოვრება.
40 წლის შემდეგ ახლა პირველად შევხვდით ერთმანეთს. მითხრა, აეროპორტში დაგხვდებიო. იქ უამრავი ხალხი ირეოდა. ვცდილობდი, ფიქრებისგან გამოვრკვეულიყავი, როცა უცებ მომესმა ნინოს ხმა –„ემზარ“, გავიხედე და ჩემი ნინო მორბოდა. ჩამეხუტა. ენით ვერ გადმოგცემთ ამ სიხარულს, ეს სასწაული შეგრძნებაა. სიმართლე რომ გითხრათ, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ, რა ხდება, ჯერ კიდევ ეიფორიაში ვარ,“ – ამბობს ემზარი.

ნინოს თქმით, ნანატრი შეხვედრის შემდეგ ჯერჯერობით ამერიკაში აპირებენ ცხოვრებას.

„გადავწყვიტეთ, ცოტა ხანი ამერიკაში ვიყოთ, რომ მშვიდი სიბერე შევიქმნათ. დღეს არაჩვეულებრივი, არასტანდარტული განცდა მაქვს. ამერიკაში რომ ჩამოვიდა და აეროპორტში დავხვდი, მესამედ მითხრა: „ნინო, მე მოვედი“. მე ჩავეხუტე, ხელი ჩამავლო, როგორც 40 წლის წინ სოხუმში და ერთად გავუყევით ჩვენი ცხოვრების გზას. ეს ბედნიერებაზე მეტია, ეს სიმშვიდეა, თქვენ წარმოიდგინეთ, ემიგრაციასაც ცოტა ლმობიერად დავუწყე ყურება, ახლა აღარაფრის მეშინია, თუმცა, სამშობლოში დაბრუნების დიდი სურვილი არ გამნელებია. რამდენიმე წელიწადში აუცილებლად დავბრუნდებით და შემდეგ ჩვენს ძალიან კარგ გეგმებს ჩვენს სოფელში განვახორციელებთ,“ – ამბობს ნინო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისის რომელ მონაკვეთზე აიკრძალება გადაადგილება აგვისტოს ბოლომდე? – დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს
  • ათონის მთაზე 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
  • უბედური შემთხვევა ხონში – ტაძარში ფრესკის ხატვისას მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge