არასამთავრობო ორგანიზაცია HumanDoc-ის წარმომადგენელი მეგი ბიბილური “ფეისბუქზე” ავრცელებს ფოტოს, რომელიც საქართველოში დისტანციური სწავლების სირთულეებს ასახავს.
ფოტო კახეთის ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული და მასზე ასახულია სკოლის მოსწავლე ათიოდე წლის ბიჭუნა, რომელიც ონლაინ გაკვეთილზე ძროხების სადგომიდან ერთვება.
ცნობისათვის, საქართველოს პრემიერის გიორგი გახარიას თქმით, 15 თებერვლიდან ბავშვები სკოლებში, საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას.