ყაზბეგში, გერგეტის მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკარგული მოქალაქე, რომელიც მაშველებმა იპოვეს, ვანო იმნაიშვილია.
იმნაიშვილი IDFI -ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, IDFI -ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ჩვენი კოლეგისა და მეგობრის ბატონი ვანო იმნაიშვილის, ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახსა და ახლობლებს”, – ნათქვამია IDFI -ის სამძიმრის ტექსტში.
„ძალიან ძვირფასი ადამიანი და მეგობარი დავკარგეთ. ვანოზე იმდენი პოზიტიურის დაწერა შეიძლება, იმიტომ რომ ასეთი კეთილი და კარგი ადამიანის ნახვა დღეს იშვიათია. ძალიან გვატკინე და დაგვწყვიტე გული ვანიჩკა შენი წასვლით”, – წერს IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი სოციალურ ქსელში.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გერგეთის მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს მთამსვლელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიკარგა. არსებული ინფორმაციით, 40 წელს გადაცილებულ კაცთან კომუნიკაცია 23 დეკემბრის შემდეგ ვერ მყარდებოდა.