კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში მომხმარებლებს სთხოვს, საშვის გაკეთებაში დაეხმარონ. მისი თქმით, მუზები საღამოს საათებში მოსდის, თუმცა სტუდიაში სამუშაოდ დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ მიდის.
“ვინმეს თუ შეგიძლიათ საშვი გამიკეთოთ? საპატიო მიზეზის გამო?
მუზა საღამოს მომდის და ვერ ვმუშაობ სტუდიაში და იმდენი ლამაზი სიმღერა მეკარგება დასანანია :)))
ვისაც გიყვართ ჩემი შემოქმედება და შეგიძლიათ გამიკეთოთ საშვი რათა განვავითარო ქართული “ესტრადა” მომწერეთ პირადში.
რა ვქნა კორონა თუ ღამე მძვინვარებს ჩემი მუზებიც ღამით მძვინვარებენ და გამეცით პასუხი :)) მჭირდება შემოქმედებითი წვა. ვისაც შეუძლია და არ დამეხმარება დიდ ცოდვაში ჩადგამს ფეხს. ფლიიზ 40 000 ადამიანში ერთი რავა ვერ გამოიჩენთ პატივისცემას ხელოვნების მიმართ?
გავხდი გარშემომყოფთთათვის საშიში რადგან მუზებს ვერ ვხარჯავ გადავდივარ აგრესიაზე გაითვალისწინეთ ამით მსხვერპლასაც აირიდებთ თავიდან.
ხედავთ რამხელა სიკეთის გაკეთება შეგიძლიათ? ” -წერს მუსიკოსი.