შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშვებს – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას მგზავრებს გარკვეული რეგულაციების დაცვა მოუწევთ.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, სრული მზადყოფნა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედდეს. რაც შეეხება რეგულაციებს, პრემიერ მინისტრმა ისაუბრა ამაზე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირბადეებით ვისარგებლოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როგორც მეტროში, ავტობუსში, ასევე მიკრო ავტობუსში.
შაბათ-კვირას ტრანსპორტი გაჩერდება. კონტროლი იქნება, როგორც იყო ადრე. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობის დროს აუცილებელი იქნება პირბადის გამოყენება და თ მგზავრი პირბადის გარეშე , შეეცდება იმგზავროს, ამ შემთხვევაში ავტობუსი არ დაიძრება ადგილიდან”,- განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა. მუნიციპალური ტრანსპორტი 8 თებერვლიდან ამოქმედდება. საქალაქთაშორისო მიმოსვლის შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.