უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში მდებარე საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. კლინიკაში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ, ხანძრის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორისაა რეანიმაციაში მყოფი 3 პაციენტი და ერთი ექიმი, განყოფილებაში მყოფი კიდევ 8 კოვიდინფიცირებული კი ევაკუირებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საავადმყოფოს პირველ სართულზე გაჩნდა, სადაც პაციენტები ხელოვნური სუნთქვის აპარატებზე იყვნენ მიერთებული.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგლის თქმით, ხანძარი, სავარაუდოდ, ჟანგბადის გაჟონვამ გამოიწვია.